მადლობას გიხდით, რომ დაინტერესდით ჩვენს საიტზე არსებული კონტენტის გაცნობით. Binsi.ge არის შპს „ბინსი“ (ს/კ 406184114)-ის საკუთრება, რომელიც არეგულირებს ამ საიტის გამოყენების პირობებს. 

ნებისმიერი ვიზიტორი, რომელიც შემოდის საიტზე, ხდება საიტის „მომხმარებელი“ მომხმარებლის ინფორმაცია საიტის ზოგიერთი მახასიათებელი შეიძლება ითხოვდეს მომხმარებლის მხრიდან გარკვეული ინფორმაციის გამჟღავნებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამოიყენება შიდა დამუშავებისთვის, დაინტერესებულ მომხმარებელთან შემდგომი კომუნიკაციის გასამარტივებლად.

Binsi.ge არ აკისრებს ვალდებულებას მომხმარებელს დატოვოს რაიმე სახის ინფორმაცია და მომხმარებელი აღიარებს, რომ საკონტაქტო ფორმის შევსებისას მის მიერ დაგენერირებული ნებისმიერი ინფორმაცია არის ნებაყოფლობით მოწოდებული. 

Binsi.ge იღებს ვალდებულებას რომ მოწოდებული ინფორმაცია არ იქნება დამუშავებული სხვა მიზნებისთვის, გარდა კომპანიის მიერ მომხმარებელთან დაკავშირებისა ინფორმაციის გაცვლის მიზნით. Binsi.ge არ მოითხოვს პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა:

• პირადი ნომერი

• საბანკო ანგარიში

• პლასტიკური ბარათის მონაცემები

• პაროლები

გარდა ისეთი შემთხვევისა, თუკი საქმე ეხება საიტზე რეგისტრაციას, ან რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშის ხარვეზს. 

ასეთ შემთხვევაში ვებ გვერდის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დაუკავშირდეს მომხმარებელს და მოსთხოვოს მას დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, ამ ინფორმაციის შენახვის პასუხისმგებლობას და მესამე პირებისათვის მიუწვდომლობაზე, პასუხს აგებს ვებ გვერდის ადმინისტრაცია, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც მიუხედავად ყველა აუცილებელი ზომის მიღებისა, ვებ გვერდის ადმინისტრაციას არ შეეძლო ამ საფრთხის თავიდან აცილება.

 Binsi.ge-ის სახელით მსგავსი შინაარსიის ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ ელ ფოსტაზე: [email protected]

 ამ საიტზე შემოსვლით, თქვენ ავტომატურად აღიარებთ, რომ ეს ინფორმაცია გაცნობილია თქვენთვის.  თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებს და პირობებს არ განაგრძოთ ვებსაიტით სარგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განაგრძობთ ვებსაიტის გამოყენებასა და სერვისის მიღებას, ეს ავტომატურად ჩაითვლება თქვენი მხრიდან წინამდებარე წესებზე და პირობებზე სრულად დათანხმებად.

თქვენს მიერ ამ ინფორმაციის უგულველყოფის შემთხვევაში, შპს „ბინსი“ იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე,  რაც შეიძლება მოგადგეთ ამ ინფორმაციების უგულველყოფის საფუძველზე. 

ყველანაირი დავა წარიმართება თქვენი ხარჯებით და მომთხოვნის იდენტიფიცირების შემთხვევაში, აღიძვრება საქმე არა კომპანიის, არამედ კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ. 

საიტის გამოყენებით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ: თქვენი ქმედებით ხელს არ შეუშლით შპს „ბინსი“-ს ან ნებისმიერ სხვას, საიტის გამოყენებაში. არ დაარღვევთ უსაფრთხოებას ან ავთენტურობას და არ ეცდებით მიაყენოთ არამართლზომიერი ან ნებადაურთველი დატვირთვა საიტის ინფრასტრუქტურას; არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას და არ გამოიყენებთ შპს „ბინსი“-ის საკონტაქტო ინფორმაციას შეურაცხმყოფელი, ვულგარული, პორნოგრაფიული, უხამსი, მუქარის ან სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის.

სავაჭრო ნიშნები: ეროვნული და საერთაშორისო სავაჭრო ნიშნებისა და უფლებების შესახებ ნორმატიული აქტების მიხედვით პროდუქტის სახელის, კომპანიის სახელის, სავაჭრო ნიშნის, ლოგოს, მომსახურების ნიშნის, სლოგანების, პროდუქტებისა და დიზაინის ყველა უფლება, იმისდა მიუხედავად თუ რა ფორმითაა წარმოდგენილი, ექსკლუზიურად ეკუთვნის შპს „ბინსი“-ს ან სხვა უფლებამოსილ მფლობელს და დაცულია რეპროდუქციისგან, იმიტირების, მიმსგავსების, დამაბნეველი ან შეცდომაში შემყვანი გამოყენებისგან. საავტორო უფლებები საიტი (ტექსტი, გამოსახულება, ფოტოები, გრაფიკა, დიზაინი ასევე მათი შერჩევა, კოორდინირება, ასეთი მასალების მომზადება და სხვა სახის შინაარსი) დაცულია საქართველოს კანონმდებლობით საავტორო უფლებების შესახებ. თქვენ არ გაქვთ უფლება დააკოპიროთ, გადაამრავლოთ, გაავრცელოთ, გამოაქვეყნოთ, შეიყვანოთ მონაცემთა ბაზაში, აჩვენოთ, შეცვალოთ, შექმნათ მისგან წარმოებული ნაშრომები, გადასცეთ ან სხვა რაიმე გზით გამოიყენოთ საიტის რაიმე ნაწილი, გარდა პირადი გამოყენებისა. მესამე მხარის მასალა (კონტენტი) და ბმულები მესამე მხარის ვებ გვერდებთან საიტი შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის კონტენტს და ბმულებს სხვა ვებ გვერდებზე გადასასვლელად (შემდგომში-გადამისამართებულ საიტებს). Binsi.ge არ იწონებს, არ ასპონსორებს, არ უწევს რეკომენდაციას ან სხვა მხრივ არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერ გადამისამართებულ საიტზე. Binsi.ge ასევე არ აკონტროლებს გადამისამართებულ საიტებს და არ არის პასუხისმგებელი მათ შინაარსსა თუ უსაფრთხოების პოლიტიკაზე. გარანტიების და პასუხისმგებლობების შეზღუდვა საიტი წარმოდგენილია პირვანდელ მდგომარეობაში და იმ მახასიათებლებით, რაც მას გააჩნია. შპს „ბინსი“ არ იძლევა არავითარ, არც გამოხატულ და არც ნაგულისხმევ გარანტიას ვებ გვერდთან დაკავშირებით, მათ შორის დაურღვევლობის, სიზუსტის, საიმედოობის ან შესრულების ჩათვლით. არც ერთ შემთხვევაში, შპს „ბინსი“ არ არის პასუხისმგებელი პირდაპირ, შემთხვევით, შედეგობრივ, არაპირდაპირ, კონკრეტულ ან სადამსჯელო ზიანზე, რომელიც შესაძლოა საიტზე თქვენი შესვლის შედეგად მიიღოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთი იურისდიქცია არ აღიარებს გამონაკლისს ან კონკრეტული ზარალის შეზღუდვას, ჩვენი პასუხისმგებლობა ასეთი იურისდიქციის დროს განისაზღვრება კანონის მიხედვით.  ჩვენ შეიძლება შევცვალოთ ეს პირობები ან საიტის სხვა მახასიათებლები ნებისმიერ დროს. „საიტის პოლიტიკა და გამოყენების პირობები“ წარმოადგენს საიტის გამოყენების შესახებ სრულ შეთანხმებას, ჩვენსა და თქვენს შორის. თუკი რომელიმე დებულება ჩაითვლება ძალადაკარგულად, ეს არ ვრცელდება დოკუმენტის დანარჩენ ნაწილზე. საიტზე შემოსვლის ყოველ ჯერზე თქვენ ავტომატურად ეთანხმებით, რომ გაცნობილი ხართ საიტზე შემოსვლის დროისთვის არსებულ „საიტის პოლიტიკა და გამოყენების პირობები“-ის ვერსიას.