ზოგადი პირობები
წინამდებარე „ნივთის უკან დაბრუნების პირობები“ აწესრიგებს შპს „ბინსი“-ში (ს/ნ 406184114; რეგისტრაციის მისამართი: საქართველო, თბილისი, სამგორის რაიონი, ვარკეთილის დასახლება, III მასივი, ზემო პლატო N33ბ, კომერციული ფართი ბ1) შეძენელი საქონლის უკან დაბრუნების პირობებს ფიზიკური პირებისათვის მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
წინამდებარე ნივთის უკან დაბრუნების პირობები არ ვრცელდება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე და ინდივიდუალურ მეწარმეებზე.
ნივთის უკან დაბრუნების პირობები
თითოეულ მომხმარებელს, საქონლის/ნივთის/პროდუქციის შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უფლება აქვს გამყიდველს დაუბრუნოს ონლაინ (დისტანციურად) შეძენელი პროდუქცია/ნივთი მიზეზის/საფუძვლის მითითების გარეშე. ეს ვადა აითვლება:
ა) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;
ბ) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;
გ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
- შპს „ბინსი“-ში შეძენილი პროდუქციის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა, სადაც შეტანილი იქნება შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) კომპანიის მიერ მითითებული სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ფაქსის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ) შეკვეთის თარიღი;
გ) შეკვეთის მიღების თარიღი;
დ) მომხმარებლის სახელი;
ე) მომხმარებლის მისამართი;
ვ) მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული);
ზ) ფორმის შევსების/ ჩაბარების თარიღი
ამასთან, თითოეული მომხმარებელი უფლებამოსილია ჩამოთვლილი დოკუმენტაცია წარადგინოს კომპანიის ცენტრალურ ოფისში ან ფილიალში რომელშიც გააკეთა შენაძენი, რომლებიც მითითებულია წინამდებარე დოკუმენტში. ელექტრონულად ჩაბარების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულებას იღებს აღნიშნული ფორმის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიაწოდოს დაუყოვნებლივ.
- მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს შევსებული სპეციალური ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ (ამ დოკუმენტის პირველი მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად). ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება.
- მომხმარებელმა, დასაბრუნებელი ნივთი, კომპანიის მიერ დაბრუნების ფორმის დადასტურების შემდეგ უნდა მიიტანოს ამ დოკუმენტში განსაზღვრულ ფილიალში.
- ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც გადაწყვეტს ნივთის უკან დაბრუნებას მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესის დაცვით, ვალდებულია ნივთის დაბრუნება უზრუნველყოს კომპანიის ერთ-ერთ სერვის ცენტრში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე დროის მონაკვეთში (სამუშაო საათები). კომპანია ვალდებული არ არის მიიღოს არასამუშაო საათებში მიწოდებული/დაბრუნებული საქონელი.
- ნივთის ტრანსპორტირების ხარჯი და დაზიანების ან განადგურების რისკი სრულად ეკისრება მომხმარებელს.
- კომპანია ვალდებულია მომხმარებელს გადახდილი თანხა, დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა. ამასთან, კომპანია ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია ნივთის ტრანსპორტირებასთან, ასევე არ არის ვალდებული დაუბრუნოს დაზიანებული პროდუქტის ხარჯი, რომელიც გაიქვითება მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხიდან.
- მომხმარებლის მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს.
- ნივთის უნაკლო, გაყიდვამდელი მდგომარეობა დადასტურდება ნივთის კომპანიისათვის (შესაბამისი სერვის ცენტრისათვის) დაბრუნებისთანავე იმ სერვის ცენტრის დასკვნის საფუძველზე, რომელსაც უბრუნდება ასეთი ნივთი.
- ნივთის დაბრუნების პუნქტამდე (შესაბამის ფილიალამდე ან საწყობამდე) ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მომხმარებლის ხარჯებით, კერძოდ მომხმარებელი თავად ააანაზღაურებს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯს.
- თანხის უკან დაბრუნება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, თანხის დაბრუნება მოხდება იმავე პიროვნების/მოქალაქის ანგარიშის ნომერზე, ვინც მოახდინა გადახდა გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელსა და გამყიდველს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება.
- ნივთის დაბრუნების პირობები არ ვრცელდება იმ ნივთზე/პროდუქციაზე რომლის ფასი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით 30 ლარს არ აღემატება.
- მომხმარებლის მიერ ონლაინ (დისტანციურ) ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
ნივთები, რომლებიც დაბრუნებას არ ექვემდებარება:
- ნივთი, დამზადებული მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით ან აშკარად მომხმარებლის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
- ნივთები, რომელთა მიმართ არ არის დაცული ექსპლუატაციის პირობები.
- მომხმარებლის ნივთი, რომელსაც აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური/გარეგნული წუნი, განსხვავებით ჩაბარების მომენტისა, სადაც ამ უკანასკნელს აქვს ხელმოწერა, რომ ჩაიბარა გარეგნულად უნაკლო პროდუქტი.
- ნივთი, რომელიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, რომ მიწოდებული საქონლის ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც კომპანია ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა.
- მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს.
მომხმარებელთა საყურადღებოდ
ყურადღებით შეამოწმეთ ნივთები ჩაბარების/მიღების მომენტში და კურიერის მიერ გადმოცემულ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დაადასტურეთ, რომ: ჩაიბარეთ თქვენს მიერ შემოწმებული, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო საქონელი.
დაბრუნება არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური/გარეგანი დაზიანება, დაზიანებული იქნება ქარხნული ყუთი/შეფუთვა ან წაშლილი იქნება პროდუქტის საიდენტიფიკაციო.
ნივთები, რომელთა დაბრუნებაც გსურთ, არის თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სანამ ისინი გამყიდველის საწყობს არ მიაღწევენ, მათი დაზიანების ან დაღუპვის რისკი გეკისრებათ თქვენ. პროდუქტის ჩვენს საწყობში დაბრუნების/გამოგზავნის პროცესში მიყენებული ზიანი თქვენი პასუხისმგებლობაა. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხოდ შეფუთეთ საქონელი, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე დაზიანება პროდუქტებზე ან ყუთებზე, რადგან ეს გავლენას მოახდენს პროდუქტის ღირებულებაზე და შესაბამისად, ჩვენს შესაძლებლობაზე, გავყიდოთ პროდუქტი. დარწმუნდით, რომ პროდუქტის ორიგინალური შეფუთვა ხელუხლებელია. გთხოვთ, შეინახოთ ქვითრები, საფოსტო გზავნილის დოკუმენტი და ნომრები, როგორც ნივთის გამყიდველისათვის გამოგზავნის მტკიცებულება.